Friday 20 March 2015

მე-8 დღის რეფლექსია

ვისწავლე ბლოგზე საქაღალდის ატვირთვა.
დავათვალიერეთ ბუკლეტის შაბლონი და განვიხილეთ,როგორ უნდა შეივსოს იგი.
 რაც მეტს ვსწავლობ,მით უფრო საინტერესო ხდება ასათვისებელი მასალა.  :-)

Monday 16 March 2015

მე-7 დღის რეფლექსია

    ყველაზე საინტერესო და სახალისო ტრენინგი იყო. უამრავ ტექნიკურ წვრილმანთან ერთად ვისწავლე ბლოგზე საქაღალდის ატვირთვა. ძალიან საჭირო და გამოსადეგი საკითხია. :-)   თავიდან საკმაოდ უარყოფითად დატვირთული ვუყურებდი ამ ყველაფერს,მაგრამ თანდათან უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი საკითხები განვიხილეთ და ვთვლი,რომ  მსგავსი ტრენინგები კიდევ უნდა ჩატარდეს.



   წარმატებებს ვუსურვებ ტრენერს,დათო  მალანიას!   ;-)  :-)

Tuesday 10 March 2015

მე- 6 დღის რეფლექსია:   საკმაოდ შრომატევადი და მრავლისმომცველი ტრენინგი იყო.

  1.   განვიხილეთ შეფასების რუბრიკების ბიბლიოთეკის ახალი ვერსია. 
  2.   გავეცანით ინტელ-ის ბიბლიოთეკას.
  3.   განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები.
  4.  ვისაუბრეთ პროექტებით შეფასებაზე.                     

              კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ტრენერს,  დათო მალანიას!    :-)  :-)

                                     

                             

Monday 9 March 2015

მე-4 დღის რეფლექსია:

 1)  ტრენერთან ერთად განვიხილეთ პრეზენტაციის მომზადების ფორმა (power point)  და შევქმენით პროექტი "საქართველო"

2)   გავეცანი სასწავლო პროექტის მოთხოვნებს და ამოცანებს, ფორმატს (  მოცულობა და შინაარსობრივი მხარე) ვისწავლე,როგორ მოვიძიო საჭირო მასალა (რესურსი) სლაიდის ან პრეზენტაციის მოსამზადებლად.
     


           კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ტრენერ დათო მალანიას!

Tuesday 3 March 2015

მე-3 დღის რეფლექსია


  1. გავიგე,რა საკითხებს გავეცნობი ტრენინგის მსვლელობისას.
  2. გავიგე, ინტელ-ის რესურსების შესახებ ბევრი საინტერესო რამ.
  3. განვიხილეთ შეფასების რუბრიკები.
  4. გავიგე,თუ როგორ გამოვიყენო ბლუმის ტაქსონომია პროექტის დაგეგმვისას.