ინსტრუქტაჟი
რესურსის
გამოყენება ხდება ელექტრონულ ლინკზე გადასვლით. გამოსულ ფანჯარაში ჩნება შეკითხვა,როომელსაც
ახლავს ოთხი სავარაუდო პასუხი. მოთამაშე არსებული ცოდნის/ლოგიკური აზროვნების/გამორიცხვის
მეთოდით ირჩევს სასურველ პასუხს და აწკაპებს. არასწორი პასუხის შემთხვევაში თამაში წყდება სა
შესაძლებელია თავიდან დაწყება,სწორი პასუხის შემთხვევაში კი არეალი მწვანდება და ფანჯარაში
გამოდის შემდეგი შეკითხვა. თამაშის ფინიშამდე მიყვანისათვის საჭიროა,სირთულის კატეგორიებად
დალაგებული ექვსივე კითხვაზე მართებული პასუხის გაცემა. მოგების შემთხვევაში სიმბოლური თანხა მილიონის სახით ‘’გადაეცემა’’ გამარჯვებულს.
რეფლექსია
ამ ელექტრონული რესურსის დამზადება გადავწყვიტე იმ მიზნით,რომ გამომეყენებინა მოსწავლეებში ინგლისურ ენაში არსებული საკუთარი ლექსიკური მარაგი შეემოწმებინათ/შეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ჯგუფურად/წყვილებში/ინდივიდუალურად.რესურსი არის აღჭურვილი განახლებადი ფუნქციით,მე,ავტორს,შემიძლია მისი გადაკეთება,ვარიაციების ჩანაცვლება,ექვსივე დონეზე (A1,A2,B1,B1+)ნებისმიერი რაოდენობის კითხვებით გამრავალფეროვნება.თამაშის პრიციპზე აგებული რესურსი მოიცავს როგორც ლექსიკურ,ასევე გრამატიკულ ერთეულებს,ამოწმებს მოსწავლის როგორც ფიქსირებულ ცოდნას,ასევე ლოგიკურ აზროვნებას. ავარჯიშებს მეხსიერებას და რაც მთავარია,მოსწავლე იძენს ახალ ცოდნას არა მარტო უცხო ენის,არამედ სხვა საგნებთან და დისციპლინებთან დაკავშირებით. რესურსის გამოყენების პრინციპი და მსვლელობა ცნობილია საზოგადოების ფართო მასებისათვის და წარმოადგენს საზოგადოების დიდი ნაწილის რჩეულ თამაშს. თამაშის მოიცავს ექვს სხვადასხვა დონეზე მოთხოვნად ცოდნაზე აგებულ კითხვებს-მარტივიდან რთულისაკენ პრინციპით. გამარჯვებულად ითვლება მოთამაშე (ჯგუფი/წყვილი/ინდივიდი),რომელიც დასძლევს ექვსივე ეტაპს და ''მოიგებს მილიონს!'' გადადით ლინკზე,ითამაშეთ,ისწავლეთ,გაიმარჯვეთ!