Monday, 27 May 2019

Sascavlo electronuli resursi ''The Zenex Family''

https://learningapps.org/view6087371
 ინსტრუქტაჟი
  ლინკირებული აქტივობა გულისხმობს სხვადასხვა ლექსიკური ერთეულების კატეგორიებად დალაგებას/კლასიფიცირებას.აქტივობა/თამაშის მსვლელობისას მოსწავლე/მოსწავლეთა წყვილი/ჯგუფი  ირჩევს სასურველ კატეგორიას და შემდეგ უსაბამებს სასურველ ერთეულს. არასწორი პასუხის არჩევის შემთხვევაში არსებულ სამუშაო დაფაზე მდგომარეობა არ იცვლება,ხოლო მართებული პასუხის შემთხვევაში იხსნება/გაქრება ერთეული და ეტაპობრივად მეორდება კლსიფიკაციის პროცესი ეკრანის ფონზე ჩატვირთული ფოტოს  სრული სახით გამოჩენამდე. 

რეფლექსია:
   ლინკირებული ელ-რესურსი მე,სოფიკო სორდიამ,ინგლისური ენის მასწავლებელმა შევქმენი კონკრეტულად ერთ სამოდელო გაკვეთილზე ერთი კონკრეტული აქტივობის შესასრულებლად. აქტივობა შევქმენი მე-4 კლასის მოსწავლეებისათვის,რომლებსაც არც თუ ისე ეხალისებოდათ ახალი ლექსიკის ათვისება. უცხო სიტყვების ტრადიციული მეთოდით გამოკითხვა კი არ იწვევს არანაირ ხალისს მათში და მოტივაცია სიტყვების დამახსოვრებასა და გამოყენებაზე საკმაოდ დაბალია.
  მოტივაციის ამაღლებისა და ამ გზით მოსწავლეების ჩართულობის ხარისხის გაზრდის მიზნით გადავწყვიტე, ამ კონკრეტული აქტივობისათვის მომერგო www.learningApps.org - ის მიერ შემოთავაზებული ფუნქციით შექმნილი თამაში.
  ასაკიდან გამომდინარე მოსწავლეები დიდი ხალისითა და ჩართულობით ასრულებენ თამაშ-აქტივობის მანიპულაციებს. ინტერესის გაძლიერებას იწვევს თამაშის უკანა ფონზე ჩაშენებული ფოტო/ვიდეო მასალა,რომელიც სიურპრიზის სახით იხსნება თამაშის წარმატებულად წარმართვისას.ელ-რესურსი შექმნილია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის. რესურსის ლინკის დაკოპირება და საძიებო სისტემის მეშვეობით გადაგზავნა ან განმეორებით დაწყების შესაძლებლობა კომფორტულს ხდის რესურსის გამოყენებას.

No comments:

Post a Comment